12:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 13:14:30, 2247 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ჰერბერტ ზალბერი ევროკავშირის პოზიციას იზიარებს და განმარტებას თავად გააკეთებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მის შედეგს არ აღიარებს. 

როგორც ჰერმანმა დღეს საგარეო საქმეტა სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ევროკავშირის მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. 

იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ამავე პოზიციას ჰერბერტ ზალბერიც იზიარებს, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

თუმცა ჰერმანის თქმით, მას ზალბერის ნაცვლად საუბარი უჭირს. მანვე აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე თავად გააკეთებს განმარტებას. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

ცნობისთვის, მომხდარი ფაქტის გამო, საგარეო უწყებამ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics