|
2015-04-14 12:53:02, 444 ნახვა
პოლიტიკა
მარტინ ლიდეგორდი: რუსეთის პროპაგანდას ალტერნატიული, დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებები უნდა დავუპირისპიროთ
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი მიიჩნევს, რომ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ეწევა, დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებები უნდა დაუპირისპირონ. ამის შესახებ მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე განმარტებით, რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები გაანეიტრალებენ იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი საკუთარი ხალხისა და უცხოეთის მიმართ ეწევა. "რაც შეეხება კითხვას-რა უნდა დავუპირისპიროთ რუსეთის აგრესიას, ანუ პროპაგანდას რა ვუყოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე უნდა ვიფიქროთ.რუსეთს აქვს სამაუწყებლო საშუალებები, რომელსაც ასობით მილიონი ადამიანი უყურებს და უსმენს.ამიტომ, ჩვენ ალტერნატიული დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებების შქმნას უნდა შევუწყოთ ხელი, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ, გაანეიტრალებენ იმ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ეწევა უცხოეთში, ისევე როგორც თავისი მოსახლეობის მიმართ",-განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)