|
2017-05-13 17:43:04, 2308 ნახვა
სამართალი
ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ინა გუგუშვილის განცხადებით, მკვლელობა ანგარებით მოხდა და ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გუგუშვილის თქმით, ბრალდებულებს მკვლელობის ადგილას 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ. პროკურორის თქმით, ეს თანხა ბრალდებულებს ერთ-ერთი მათგანის სწავლის გადასახდელად სურდათ, თუმცა სახლიდან სადაც 70 წლის მამაკაცი მოკლეს, მხოლოდ 335 ლარია წაღებული. ბრალდებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)