|
2017-05-11 18:02:08, 701 ნახვა
რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა, გორში ე.წ. საზღვრის უკანო კვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ე.წ. მესაზღვრებმა 9 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი კობა ხუბალაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს. მედიასაშუალების იმფორმაციით, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც „სპუტნიკი“ წერს, ე.წ. მესაზღვრეების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს არანაირი საბუთი არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მედიაში მხოლოდ დღეს გავრცელდა. „ექსპრესნიუსის“ დეტალების გასარკვევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს. "აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ორგანიზაციები. აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მიმდინაროებს მუშოაბა", - აცხადებენ სუს-ში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)