|
2017-05-11 17:45:03, 746 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „მთავრობამ“ ოკუპირებულ დონეცკთან თანამშრომლობის „შეთანხმება“ გააფორმა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობამ ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთდახმარების "შეთანხმება" გააფორმა, - ამის შესახებ Osinform იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. შეთანხმებას ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და ოკუპირებული დონეცკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერეს. დე-ფაქტო შეთანხმებას ხელი ოკუპირებულ დონცეკში მოეწერა. მედიიც ცნობით, ე.წ. შეთანხმება 10 წლის ვადით დაიდო და 23 პუნქტისგან შედგება. "თანამშრომლობა" საშინაო პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, დანაშაულთან ბრძოლის, კულტურისა და განათლების სფეროებს მოიცავს. ე.წ. ვიზიტის ფარგლებში დე-ფაქტო ლიდერები „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერასაც გეგმავენ. როგორც Osinform წერს, ე.წ. შეთანხმება გაფორმდა რათა „ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ოკუპირებული ცხინვალის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, ხალხების ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით“. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკად გამოცხადების 3 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით იმყოფება. ე.წ. ვიზიტის ფარგლებში დე-ფაქტო ლიდერები გეგმავენ „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერასაც.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)