|
2015-04-14 11:06:30, 384 ნახვა
პოლიტიკა
მარტინ ლიდეგორდი: ვიბრძოლებთ, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს
„ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს, ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ რუსეთის მხრიდან პოზიტიურ შედეგებს ვერ დაინახავენ, სანქციებს გაზრდიან, ხოლო თუ კი რუსეთი პოლიტიკას შეცვლის და სიტუაცია გამოსწორდება, სანქციებს შეასუსტებენ. „მოლდოვა, უკრაინა არის ამგვარი პრობლემის წინაშე. ეს არ არის მისაღები. ჩვენ შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ოკუპაციები არ დაკანონდეს. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს სანქციებს გავზრდით, თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვცდილობთ დავანახოთ, რაოდენ მოიგებს ქვეყანა, თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან. ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი პარტნიორი რუსეთის, მაგრამ არა იმ ფონზე, როდესაც მას უკანონო ოკუპაციები აქვს განხორციელებული მთელი რიგი ქვეყნების მიმართ. ვფიქრობთ, დრო არ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ, პირიქით, სანქციებით გადატვირთული ყოველი დღე აზიანებს“, - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)