|
2017-05-10 12:58:58, 1958 ნახვა
სამართალი
საქართველოში ავტოავარიების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა
საქართველოში ავტოავარიების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. ამის შესახებ სასტუმრო „რადისონში“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე აღინიშნა. კვირეულის გზავნილია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!" "2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამისნი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული ჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო",-აღნიშნულია ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღევანდელი კონფერენციის მიზანია, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. 8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება. საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია, მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)