|
2017-05-09 19:41:21, 783 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. მინისტრმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად ფიჭვნარის „ძმათა სასაფლაო“ და დაბა ოჩხამურში, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემეორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა, 9 მაისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, უმაღლესი საბჭოს, საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა ხეივანში მიაგო. ადგილზე შეკრებილნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც. ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით ფულად დახმარებას ღებულობენ. 72 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)