06:44 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 16:46:31, 566 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მადლს მიანიჭებს

დღეს ვნების კვირის დიდი ხუთშაბათია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა. შესრულდა ფეხთბანვის წესიც. სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ ფეხი დაბანა 12-ივე მოციქულს და ამით მათ თავმდაბლობის მაგალითი უჩვენა. პატრიარქიც 12 მღვდელს თავმდაბლობის ნიშნასდ ფეხს ბანს.

"აღსრულდა ის, რაც უნდა აღსრულებულიყო, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ წმინდანი წინასწარმეტყველნი.უფალი ჩვენი იესო ქრისტე აზიარებს თავის მოციქულებს და ფეხთბანს. ამით უჩვენებს სიმდაბლეს უკეთუ მე უფალი და თქვენი დაგბანეთ ფეხნი, ქვენც ასე უყოფდით ერთმანეთს",-ნათქვამია ბიბლიაში.

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. მაცხოვარი ჩვენი გვიჩვენებს ამ მაგალითს. ღმერთმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა მოგვანიჭოს თავმდაბლობა და მორჩილება, ღმერთმა  მოგვანიჭიოს ისეთი ცხოვრება, რომელიც  სათნო იქნება ღთვისთვის ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო",-ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics