|
2017-04-26 13:56:19, 2233 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: ვლადიმერ პუტინმა მიმახვედრა, რომ ბაშარ ასადის მხარდაჭერას აღარ აპირებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მას მიანიშნა, რომ მზად არის სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერა შეწყვიტოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი თავის მხრივ ბაშარ ალ-ასადის ინტერესებს არ დაიცავს. "სწორად გამიგეთ, მე არ ვამართლებ ასადს, მე მისი ადვოკატი არ ვარ", - გაიმეორა პუტინის სიტყვები ერდოღანმა. ერდოღანის თქმით, რაც ხდება სირიაში არასდროს იქნება მოწონებული თურქეთის მიერ და ამ ქვეყნის კრიზისი ახლო მომავალში მოგვარდება. "სანამ ასადი ხელისუფლების სათავეში დგას, სირიის პრობლემები არ მოგვარდება. ის დაუპირისპირდა საკუთარ მოსახლეობას ტანკებით, ბომბებით და ქიმიური იარაღით. ასადმა ათობით ათასი ადამიანი მოკლა. ახლა ჩემს ქვეყანაში 3 მილიონი ლტოლვილია, კიდევ მილიონ ნახევარი ლიბანში, ხოლო მილიონი ლტოლვილი იორდანიაში გადავიდა. ამ ადამიანმა საკუთარი სამშობლო დატოვეს. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ ასადის გამო", - დასძინა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასადის წასვლა არ ნიშნავს, იმას, რომ მმართველო ისლამისტების ხელში გადავა. "სირიის კრიზის მოგვარე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციას, ანუ დონალდ ტრამპს შეუძლია. გარდა ამისა, არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ ქვეყანაში არსებობენ საკმაოდ კარგი კანდიდატები, რომლებიც სირიის პრეზიდენტის მოვალეობებს სათანადოდ შეასრულებენ", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობენ. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მინისტრებმა სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. ამავე თემაზე: ასობით ათასი დაღუპული და მილიონობით ლტოლვილი - სირიის ომის უმძიმესი შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)