|
2015-04-09 13:48:27, 435 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე: ფაქტია, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე არ დგას და ამას სასწრაფოდ შველა სჭირდება
„ფაქტია, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე არ დგას და ამას სასწრაფოდ შველა სჭირდება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ქაშუეთის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ როცა სახელმწიფო ძლიერია და სახელმწიფო სტრუქტურები არიან კარგად აწყობილნი, მაშინ ასეთი ტრაგედიის ალბათობა მცირეა. „საშინელი ტრაგედიაა. სრულიად ახალგაზრდა მშობლებმა დაკარგეს შვილი, მეუღლემ დაკარგა მეუღლე და გვერდში მდგომი ადამიანი. ოჯახმა მართლაც წარმოუდგენელი ტრაგედია განიცადა. ჩვენ ყველანი ვუსამძიმრებთ მათ ამ ძალიან მძიმე წუთებში. სამწუხაროდ ვერაფერით ვეღარ დავეხმარებით ჩვენ ამ ადამიანებს. ერთი კი არის, რომ მათ შვილს პატივი უნდა მივაგოთ ყველამ და ასეთ ვითარებებში დაღუპული ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც სამშობლოს, მოქალაქეებს იცავენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მობილიზებული. სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხდება, მაგრამ როცა სახელმწიფო ძლიერია და სახელმწიფო სტრუქტურები არიან კარგად აწყობილნი, მაშინ ასეთი ტრაგედიის ალბათობა ალბათ მცირდება. არ მინდა ამ მძიმე დღეს პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სტრუქტურები და სახელმწიფო დღეს თავის სიმაღლეზე არ არის და ამას სასწრაფოდ შველა სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)