|
2017-04-25 11:36:25, 2360 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: მარინ ლე პენი საფრანგეთისთვის საშიშია
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არჩევნებში მხარს ცენტრისტ ემანუელ მაკრონს დაუჭერს. ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ოლანდმა აღნიშნა, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, "ნაციონალური ფრონტიდან" მარინ ლე პენი საფრანგეთისთვის საშიშია. "ემანუელ მაკრონი, დღეს, ის არის ვინც ღირებულებებს დაიცავს. იმ ღირებულებებს, რომლებიც საფრანგეთ, ევროკავშირს და მთელ მსოფლიოს აერთიანებს ამ რთულ დროში. ფსონზე დევს ჩვენი ფრანგული იდეა, ჩვენი ერთობა, ევროკავშირთან პარტნიორობა და ჩვენი ადგილი მსოფლიოში. მე რაც შემეხება, ვაპირებ ხმა ემანუელ მაკრონს მივცე", - განაცხადა ოლანდმა. შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მეორე ტურში ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ. ამავე თემაზე: საფრანგეთი 25-ე პრეზიდენტის მოლოდინში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)