|
2015-04-09 11:23:30, 395 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან, ასევე სამუშაო სადილი ვატიკანში აკრედიტებული სახელმწიფოების ელჩებთან. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი წმინდა საყდარს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ. პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოდგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)