|
2017-04-21 12:47:25, 2224 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერი: მთავრობა მობილიზებულია - 50 000 სამართალდამცველი და ჟანდარმი დამატებით იმუშავებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ბერნარ კაზნიოვის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებით 50 000 სამართალდამცველი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. როგორც კაზნიოვმა თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვიტარებაში წარიმართოს. „მთავრობა არის მობილიზებული. არაფერმა არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ქვეყნისთვის ეს დემოკრატიული მომენტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)