07:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 11:49:39, 1977 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება მიზნად დაისახა და ეს გარდაუვალი შედეგია

„ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება მიზნად დაისახა, ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია ქვეყნისა და რეგიონისთვის დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობის და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება, რომლის ორგანიზებაც ითავა ფონდმა, რომელიც ატარებს ალექსანდრე რონდელის სახელს - არაჩვეულებრივი ადამიანისას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების საფუძვლის ჩაყრაში - შედეგად, მივიღეთ ცენტრი, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის შექმნის მიზნით განუწყვეტლივ ქმნის ახალ ინტელექტუალურ ძალას“,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics