09:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:30:10, 2626 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

საფრანგეთის ქალაქ მარსელის პოლიციამ ტერორისტული აქტი აღკვეთა და ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სამარტალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები საპრეზიდენტო არჩევნების  პირველ ტურის მიმდინარეობისას ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

მედიის ცნობით, პოლიცია ეჭვმიტანილებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა და მათი დაკავება ერთდროულად მოხდა. 

როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვიტანილი პატიმრობაში უკვე იყო, რა დროსაც ისლამური რადიკალიზმით დაინტერესდა. დაკავებულების შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ფრანგები არიან. ასევე ცნობილია მათი ასაკი, ერთ-ერთი 1987 წელს, ხოლო მეორე 1993 წელსაა დაბადებული.

სამართალდამცველები ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკას ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილსაა დაგეგმილი, ხოლო მეორე 7 მაისს. ბოლო 2 წლის განმავლობაში რადიკალური ისლამისტების თავდასხმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics