|
2015-04-08 15:19:04, 390 ნახვა
პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე ნარმანიას: დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ თქვენგან ლანძღვა არ მომისმენია
„დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ თქვენგან ლანძღვა არ მომისმენია“, - ასე მიმართა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენის შემდეგ. მისივე თქმით, ის საქმეები, რასაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წინა ხელისუფლების დროს არის დაწყებული. „კარგია, რომ გხედავთ მობრძანებულს წარმომადგენლობით ორგანოში. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოხსენება და დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ ამჯერად არ მოგვისმენია ლანძღვა და წარსულზე საუბარი. თუმცა, მრავლად იყო ირიბი მინიშნებები, რომელშიც დავინახეთ არასწორი ციფრები და მანიპულირება ციფრებით. კერძოდ, გაკეთებული საქმეებით ამაყობთ და ჩვენც გვიხარია ეს. ამ საქმეების უმეტესობა დაწყებულია წინა ხელისუფლების პირობებში. ეს მათი მონაპოვარია და უნდა აღიაროთ. წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც მშვიდ ტონში წარიმართა თქვენი მოხსენება. მე ამას მივესალმები“, - განაცხადა უგრეხელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)