|
2015-04-08 10:20:21, 422 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დევნილებისთვის ფართების გადაცემა მკაფიო კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილებისთვის ფართების გადაცემის პროცესი ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც დევნილებისთვის ფართების გადაცემის პროცესში ხარვეზებია. სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოდავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოდავს. იმიტომ რომ კრიტერიუმები პირველად შემოვიდა, თუ როგორ უნდა გაეცეს დევნილებზე, სწორედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ბატონმა დავით დარახველიძემ ჩემმა წინამორბედმა შემოიღო ეს კრიტერიუმი, მანამდე ერეთადერთი კრიტერიუმი იყო თუ რას გადაწყვეტდა მინისტრი. ფართების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით, თუ აქვთ რამე ინფორმაცია რომ ვიღაცამ არასწორად შეავსო და ა.შ. ამიტომ მოგვაწოდონ და გადავამოწმებთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)