|
2017-04-06 12:02:35, 2435 ნახვა
სამართალი
გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროკურატურა რჩეულიშვილის გატავისუფლების სანაცვლოდ დღევანდელ სასამართლო პროცესზე 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. ამასთან, რჩეულიშვილის ადვოკატი გირაოს თანხის 10 000-ლარამდე შემცირებას ითხოვდა. გარდა ამისა, პროკურორები გირაოსთან ერთად ბრალდებულისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევასაც ითხოვდნენ, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს. აღნიშნული შუალმდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოერთვა. გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შპს „ცენტრ პოინტ აჭარა“- ს ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“. საგამოძიებო უწყების ცნობით, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი განიცადეს. შეგახსენებთ, რომ გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სხვისი ქონების გაფლანგვას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)