|
2015-04-07 14:50:38, 370 ნახვა
პოლიტიკა
იორდანელი პარლამენტარები ქართული რეფორმებით დაინტერესდნენ
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრთან, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ქრისტიან პარლამენტარ ატეფ ქავართან, შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი სტუმარს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა და საქართველოს გამოცდილება გაუზიარა კორუფციის პრევენციის, სერვისების განვითარების, ღია მმართველობის, საკანონმდებლო რეფორმების კუთხით. უწყების ცნობით, იორდანიის პარლამენტის წევრი ქართული რეფორმებით არის დაინტერესებული. იორდანია იუსტიციის სისტემის რეფორმირების დაწყებას გეგმავს, ამდენად მისთვის საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გამოთქვა ატეფ ქავარმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილი. იუსტიციის სამინისტროში ვიზიტამდე იორდანიის სამეფოს პარლამენტარი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და სერვისცენტრი დაათვალიერა, სადაც მომხმარებელს 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება სწრაფად და კომფორტულად შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)