19:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 18:29:47, 2824 ნახვა

ეკონომიკა
ახალციხეში სამშენებლო საწარმო შეიქმნება

შპს „დემეტრე და კომპანია” ახალციხეში სამშენებლო მასალის საწარმოს შექმნის. საწარმო მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პროდუქციას შესთავაზებს, კერძოდ, თბოიზოლირებულ სამშენებლო ბლოკს, ბეტონის ბლოკს, სანიაღვრე არხს, მოსაპირკეთებელ ფილას და ბორდიურს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეისყიდის და წარმოებული პროდუქციაც ლოკალური ბაზრისთვის იქნება გათვლილი.

ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წარმოების დაწყებისთვის კომპანია მინიმუმ  1 078 320 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  საწარმოში ჯამში 110 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „დემეტრე და კომპანია”-ს  ახალციხეში, ადიგენის ქუჩა #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics