|
2017-03-31 12:38:00, 1877 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: ოკუპაცია თანდათან რთულდება და ანექსიაში გადადის
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ოკუპაცია თანდათან რთულდება და ანექსიაში გადადის. ამის შესახებ სუბარმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ქართველებისთვის ახალი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არავითარი ლეგიტიმური საბუთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ აქვს, მაგრამ დე ფაქტო მაკონტროლებელი აკეთებს იმას, რაც სურს. „პირველ რიგში როცა ვლაპარაკობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხის მატარებელია ის, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. საფრთხის მატარებელი არის ის, რომ 2008 წლის ომმა მისცა რუსეთს შანსი ამ ტერიტორიებზე განელაგებინა სამხედრო ძალები. თუ კი მანამდე სამშვიდობო ძალებად შენიღბული ფორმალურად მაინც მცირე კონტინგენტი ჰყავდა, დღეს ჰყავს განლაგებული სამხედრო ძალები და 100 %-ით აკონტროლებს ტერიტორიას. ოკუპაცია პრაქტიკულად თანდათანობით რთულდება და გადადის ანექსიაში. არავითარი ლეგიტიმური საბუთი იქ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ აქვს, მაგრამ დე ფაქტო მაკონტროლებელი აკეთებს იმას, რაც მას სურს. ამას ჩვენ ვერ აღუდგებით ჩვენი ფიზიკური ძალით. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გავაკეთოთ ეს არის გავაგრძელოთ ის ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, რაც აუცილებლად მიიყვანს ერთ მშვენიერ დღეს დეოკუპაციაზე. ყველა აგრესორი საბოლოოდ მაინც აგებს პასუხს“,-განაცხადა სუბარმა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, ქართველებს ახალი სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილების მიხედვით, გალის რაიონში მაცხოვრებლებლებს დროებითი მაცხოვრებლის სტსტუსის აღმნიშვნელი ე.წ. დოკუმენტი გადაეცემათ. ე.წ. მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ლაშა ცაავას განმარტებით, დროებითი მაცხოვრებლის სტატუსი არის დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არ მქონე პირებზე გაიცემა. აღნიშნული დოკუმენტით ზემოხსენებული სტატუსის ადამიანები შეძლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებას და ე.წ. საზღვრებზე თავისუფლად გადაადგილებას. ამჟამად გალის რაიონში მცხოცვრები ეთნიკურად ქართველები ე.წ. დოკუმენტ ფორმა ცხრას ფლობენ, რითაც ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიპყრო. შემდეგ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მათი ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)