|
2015-04-06 12:58:22, 372 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩეა დუშას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩეა დუშას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ნატო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ. რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)