18:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 19:36:16, 2209 ნახვა

სამართალი
ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა და ბრალდებულები გენადი მამულაძე, მინდია ბერიძე, გიორგი ბერიძე, კახა მახარაძე და ლაშა დეკანაძე პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო ერთი არასრულწლოვანის მიმართ 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics