|
2015-04-04 10:01:05, 414 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით მიმდინარეობს
ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, მისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას საპასუხოდ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს სურს. მინისტრის განმარტებით, ფრანგულ მხარესთან არა ხელშეკრულება, არამედ მომეორანდუმი გაფორმდა. „ოპონენტების მხრიდან მუდმივად ხორციელდება ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, საზოგადოებისთვის განმარტება გაგვეკეთებინა. ის, რომ არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და ამას ვსაუბრობდით წარსულშიც, მაგრამ ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ე.წ. განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია. ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულონ ხელშეკრულების მხარეებმა, მემორანდუმი კი არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. ამ დოკუმენტს, კი ბატონო, მოეწერა ხელი. მემორანდუმი არ არის აუცილებელი წინაპირობა რაიმე სახის კონსულტაციებისთვის. კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ის, რაზეც თავდაცვის უწყება დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს, საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა. "ის, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, არანაირი ვალდებულება, არანაირი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება არ არსებობს, ამის შესახებ ბატონმა ელჩმა ნათელი განმარტება გააკეთა", - აღნიშნა ჯანელიძემ. მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. "ეს თემა ქვეყნის თავდაცვას, უსაფრთხოებას ეხება, ამიტომ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე უპასუხისმგებლო საუბარი. პარტნიორები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ არის უამრავი მითქმა-მოთქმა, უამრავი ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები. ამაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრებამ ვინც კვლავ აგრძელებს ამ საკითხზე სპეკულაციას", - განაცხადა მინდია ჯანელიძე. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა, მინდია ჯანელიძე აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. „იმედი მქონდა, იმის მერე რაც მე ნახევარი საქმე შეასრულეს და მთავრობიდან ჩამომიცილეს ჩემს გუნდთან ერთად, ამ ფუნდამენტალურ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის, არ დაივიწყებდნენ და არ გადააგდებდნენ. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლებას შეიცვლება, მისი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს თავდაცვის და საჰაერო სუვერენიტეტის დაცვის საკითხი იქნება. „მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, როგორც კი ცვლილება მოხდება ჩვენი ხელისუფლების, მშვიდობიანი არჩევნების გზით, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საქართველოს საჰაერო სუვერენიტეტის დაცვის საკითხი, იქნება მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის და იმ გუნდისთვის, ვინც მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)