|
2017-03-17 12:48:22, 2002 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავადაც არის
„დავით უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და ისიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. კანდელაკის თქმით, პრემიერი დამოუკიდებლად, თუნდაც რუტინულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს. „დავით უსუფაშვილი ამ არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და თავადაც არის პასუხისმგებელი ქვეყნის ამ მძმე მდგომარეობაში შეყვანაზე. დიახ, არაფორმალური მმართველობაა და ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს. უცხოელი პარტნიორები სხვადასხვა სფეროში შეშფოთებული არიან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორმალურად საქართველოს მთავრობაში არ არსებობს იმიტომ, რომ პრემიერი ვერ იღებს, თუნდაც რუტინულ გადაწყვეტილებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს უფრო მეტ ადამიანს უჭირს, ვიდრე უჭირდა შარშან, თუნდაც 4 წლის წინ“,-განაცხადა კანდელაკმა. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში ყოველთვის მონაწილეობდა. უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ქაოსია, რომელზეც პასუხისმგებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია. "თქვენ მე მეკითხებით, ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში მონაწილეობდა? კი! შეცდომებს უშვებდა? კი! 2016 წლის მდგომარეობით მან განაპირობა ქვეყნის არასწორ გზაზე დადგომა თავისი ხედვებით? მე გეუბნებით, კი! ქაოსი შექმნა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა სისტემამ. მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე? გეუბნებით, ივანიშვილი",- განაცხადა უსუფაშვილმა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)