|
2015-04-03 18:16:08, 429 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ფრანგ დიპლომატებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს რენო სალენსსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ევრას უმასპინძლა. გეგმიურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დღის წესრიგში არსებული, მიმდინარე საკითხები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ფრანგ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი თემა, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რენო სალენსმა გააკეთა: „გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)