|
2017-03-15 13:40:34, 1935 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: იუსტიციის სამინისტროს მიერ ვადის გახანგრძლივებაზე მეტი დასაბუთება უნდა მოვისმინოთ
სახალხო დამცველისთვის უცნობია მიზეზები, თუ რატომ გაახანგრძლივა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადა. როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, უფრო მეტი დასაბუთებაა საჭირო. „მე ვარ შესარჩევი კომისიის წევრი და წინასწარ ამ პროცესებზე ვერაფერს ვიტყვი. დაველოდები ამ საკითხის განხილვას. იმედია, ძალიან მალე დასრულდება და შეირჩევა ის მოსამართლე, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია უნდა ყოფილიყო მოსამართლე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)