|
2017-03-14 13:25:01, 1735 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან
,,ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან", - ამის შესახებ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრმა ელენე ხოშტარიამ ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ,სამწუხაროდ, ამ პროცესში საქართველო უკვე დაზარალდა „იმიტომ, რომ უარის თქმა საქართველოს კანდიდატისთვის ძალიან სერიოზული ზიანია ჩვენი პრესტიჟისა და დემოკრატიისთვის“. „ეს მეტყველებს ჩვენს სასამართლო სისტემაზეც. შერჩეული კანდიდატი იყო ცალსახად პოლიტიზირებული, არაკომპეტენტური და ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებით, შერჩეული. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ ერიდება უაზრო გადაწყვეტილებებს ქვეყნის გარეთაც კი. ქვეყნის შიგნით როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს ეს უკვე ვიცით, ვიხილეთ მანანა კობახიძე როგორ დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ როდესაც ამას აკეთებ ქვეყნის გარეთ მსგავს სერიოზულ ინსტიტუტებში, კიდევ უფრო დიდი ზიანია მთლიანად ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟისთვის. ჩვენი სასამართლო სისტემის მთავარი კრახი და პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომ ჰქონდეთ დამორჩილებული სასამართლო. აქედან მომდინარეობს ყველა ჩვენი შიდა ინსტანციის მსხვრევა, საგარეო იმიჯის ზიანი და ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება არ ერიდება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოს’’, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)