19:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 17:59:43, 2205 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბარამიძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ „რუსთავი 2“ ფინანსურად მოახრჩოს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის გია ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "რუსთავი 2" იმ ყადაღის გამოყენებით, რომელიც სასამართლოს აქვს მიღებული, ფინანსურად მოახრჩოს.

როგორც ბარამიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მმართველ გუნდს აქვს უამრავი ბერკეტი, არა მხოლოდ პოლიციაზე და ეკონომიკურ სუბიექტებზე, არამედ სასამართლოზეც.

„ისინი სასამართლოს ყიდულობენ, ქრთამით, არა თავისი ჯიბიდან არამედ თავხედურად, ხალხის მიერ შეკრებილი მერიის ბიუჯეტიდან. შესაბამისად მათგან სამწუხაროდ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, დღეს კი არის ერთი სასიხალური ეპიზოდი იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში გააჩერა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. მთავარი პრობლემა არის ივანიშვილის უკანონო და არაფორმალური მმართველობა, რომელმაც ქვეყანა თავის შპს-დ გადააქცია, როდესაც მას ჯიბეში საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, სუს-ი, პოლიცია და პროკურატურა უდევს. ის არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და სრულიად გათავხედებულია. ეს არის მთავარი პრობლემა, ამას უნდა მივხედოთ, ამიტომ საზოგადოებას მართებს კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ ჩვენ ეს პრობლემა თავიდან მოვიცილოთ, რათა საქართველოს კვლავ მიეცეს საშუალება ნორმალური, თავისუფალი განვითარების გზა გააგრძელებს", - აღნიშნა გია ბარამიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics