|
2017-03-07 12:28:34, 823 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტებს რეკომენდებული გიდები და ახალი ტურისტული მარშრუტები დახვდებათ
2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები სამი მიმართულებით - ბათუმის ქალაქის ტურის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ. მათივე ინფორმაციით, ხარისხის ნიშნის მისაღებად პროექტში ჩართულ გიდებს სპეციალური გამოცდების ჩააბარება ზაფხულამდე მოუწევთ. გაზაფხულზევე გადამზადდება გიდები მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებითაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში მოქმედ გიდებს სპეციალურ ტრენინგებს შესთავაზებს, სადაც როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სულ, სააგენტო 50 გიდის გადამზადებას გეგმავს, რომლებიც მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს შესთავაზებენ. რეგიონის სტუმრებს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მთიანი აჭარის ახლად მარკირებული ტურისტული მარშრუტებიც დახვდებათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ეკო და სოფლის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით 5 ახალი მარშრუტის მარკირებას გეგმავს. დაიბეჭდება უკვე მარკირებული მარშრუტების სპეციალურ რუკებიც, რომელთა აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. აღნიშნული მარშრუტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ხასიათის ინფოტურებს ჩაატარებს. სულ, მაღალმთიანი აჭარის ეკო, სოფლის და კულინარიულ მარშრუტებზე 10 ინფოტურის ჩატარება იგეგმება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)