17:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 15:23:58, 2237 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება. 

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული თემის განხილვა არც არასდროს ყოფილა. 

მისივე თქმით, საქართველოში 2 714 ათასი დევნილია და ქვეყანა ახალ ვალდებულებებს ვერ აიღებს.

სუბარმა დასძინა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ამასთან, მინისტრმა ლტოლვილების მიღება და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა დაასახელა.

მისივე ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში სტუმრობის დროს ლტოლვილთა ბანაკებზე საუბარი არც პრემიერთან და არც საგარეო საქმეთა მინისტრთან არ ყოფილა. 

ცნობისთვის, ავსტრიის საგარეო მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით შესაძლებელია ლტოლვილთა ბანაკი საქართველოში, ეგვიპტეში და დასავლეთ ბალკანეთში განთავსდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics