|
2015-04-02 15:47:32, 344 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე თურქ კოლეგას იშმეთ ილმაზს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქ კოლეგას იშმეთ ილმაზს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებას. ყურადღება გამახვილდა თურქული მხარის წვლილზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განათლების საქმეში, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეულ დახმარებაზე. კოლეგებმა სამხედრო თანამშრომლობის ისეთი მიმართულებებიც მიმოიხილეს, როგორიცაა ლოგისტიკის სფერო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილების საკითხები. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. იშმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მინდია ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)