|
2015-04-01 17:42:32, 545 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველს პასუხობს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ეხმიანება სახალხო დამცველის მიერ 1 აპრილს წარდგენილ ანგარიშს და უჩა ნანუაშვილის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე განმარტებებს აკეთებს. „ექსპრესნიუსი“ სამინისტროს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უკანასკნელი წლების მანძილზე შეძლო დაენგრია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დამყარებული სისტემა და გარდაექმნა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად. ეს თვალსაჩინო შედეგი უკვე აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა დასავლური სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს პოზიცია ცალსახაა, რომ როგორც სისტემის თანამშრომლების, ისე მსჯავრდებულების თუ ბრალდებულების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომისა და კანონდარღვევის მიმართ მიდგომა მკაცრი და შეურიგებელია, რასაც ადასტურებს უკანასკნელი ფაქტიც, როცა მსჯავდებულების მიერ პატიმარზე ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა N17 დაწესებულების დირექტორი. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 6 მსჯავრდებულის მიმართ. ამდენად, სამინისტრო ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირებს მყისიერად და უკომპრომისოდ. ასევე, გვსურს, შევეხოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეო მეთვალყურეობის რეგულირების საკითხს, რომელიც დღემდე სამართლებრივ ჩარჩოში არ იყო მოქცეული. თუმცა, სამინისტროს ძალიან კარგად აქვს გააზრებული აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა, რომლის მიზანს მონიტორინგის შედეგად შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება წარმოადგენს. ჩვენმა უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვიზუალური მეთვალყურეობის რეგულაციების შემუშავების მიმართულებით, იმისთვის რომ, უახლოეს მომავალში სრულიად აღმოიფხვრას ნებისმიერი ვარაუდი ან სპეკულაციები მოცემულ საკითხთან მიმართებაში. მოგახსენებთ, რომ ვიზუალურ და ელექტრო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით მომზადებულია მინისტრის ბრძანების პროექტი, „სასჯელაღსრულების რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება.“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წლის ანაგრიშის წარდგენისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)