17:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 16:19:15, 2361 ნახვა

ეკონომიკა
გახარია: „ტავ-ჯორჯიასთვის“ მოსაკრებლის გაზრდა, ბილეთის ტარიფზე სერიოზულად არ აისახება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ტავ-ჯორჯიასთან“ მოსაკრებლის გაზრდა ბილეთის ტარიფებზე სერიოზულად არ აისახება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტის ძველ ვარიანტში „ტავ-ჯორჯიას“ უფლება ჰქონდა ფასები ყოველ წელს 2 დოლარით გაეზარდა, ახალი კონტრაქტის პირობებში კი, ამის უფლება მათ აღარ ექნებათ.

„“ტავ-ჯორჯიასთან“ მოსაკრებლის გაზრდა არის  ოპტიმალური, ახალი  ვარიანტი,  რომელსაც  მივაღწიეთ  მათთან  კონტრაქტის  გადახედვის  შედეგად. კონტრაქტის  ძველ  ვარიანტში „ტავ-ჯორჯიას“ უფლება  ჰქონდა ფასები გაეზარდა  ყოველ  წელს  2  დოლარით.  დღეს  ახალი  კონტრაქტის  პირობებში  ეს  უფლება  ჩაკეტილია მხოლოდ და მხოლოდ  2-ჯერ  ფასების  გაზრდით ორ-ორი დოლარით.  შესაბამისად, ფასები შესაძლებელია 20-დან 24-ზე გაზრდის.  მე  გეუბნებით  და  გპირდებით,  ამას  სერიოზული  ასახვა ბილეთის  ტარიფებზე  არ  ექნება.  კიდევ  ერთხელ  ხაზგასმით  ავღნიშნავ, რომ ეს  პოზიტიური  ცვლილებაა ძველ  კონტრქტთან  შედარებით.  სამინისტრომ  მოლაპარაკების  შედეგად  მიაღწია იმ  შედეგს,  რომ  დარჩენილ  10  წელიწადში  მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ  გაიზარდოს  ფასი. ჩვენ  გვქონდა  ბიზნესთან  შეხვედრა,  როცა  ამ  კონტრაქტზე  ვმუშაობდით  და  ზუსტად  ამ  ავიაკომპანიებმა კონტრაქტში  შეტანილი  ცვლილებების  შედეგად  მიაღწიეს  ყველაზე  მეტ  სარგებელს.  ამ  კონტრაქტის  პირველი  ვარიანტი  იყო  კაბალური“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics