05:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 15:32:31, 4218 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა - პასუხისმგებლობა ტერაქტზე „თალიბანმა“ აიღო

ცენტრალურ პაკისტანში, სასამართლოს შენობაში სამი მებრძოლის მიერ განხორციელებული აფეთქებების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, მებრძოლები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს ხელყუმბარები ჰქონდათ.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აიფეთქა, ხოლო ორი სამართალდამცველებმა ადგილზევე გაანეიტრალეს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ჯერ კიდევ ცოცხალია და სასამართლოს შენობაში იმალება.

აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics