17:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 14:15:35, 2290 ნახვა

სამართალი
შსს-დან 158 პოლიციელი გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გენერალური  ინსპექციის მიერ 158 პოლიციელი იქნა დათხოვნილი.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 158 ადამიანი სხვადასხვა დისციპლინური დარღვევისთვის გათავისუფლდა.

„სულ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ იქნა გენერალური ინსპექციის მიერ 158 ადამიანი. ეს არის ყველ საქმეზე და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ სტატისტიკა გვაქვს.  ხოლო დაკავებას რაც შეეხება, 13 საქმე აქედან გადაგზავნილი იქნა  მთავარ პროკურატურაში.  როდესაც საქმე ეხება დაკავების დროს ძალის გადამეტებას, სამსახურიდან დათხოვნა და გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინურ შემოწმება არ ხდება, ეს საქმე ავტომატურად გადაეცემა პროკურატურას იმისთვის რომ ჩვენ არ ვიყოთ მიკერძოებული ამ შემთხვევაში.  ეს 158 ადამიანი გათავისუფლებულია სხვადასხვა დისციპლინური დარღვევისთვის, მაგრამ უშუალოდ დაკავებას რაც შეეხება, ყველა ეს საქმე საბოლოო ჯამში მიდის პროკურატურამდე იმის გამო,  თუ რა თქმა უნდა სისხლის სამართლის ნიშნებია.  ასეთი 13 საქმე გვქონდა და 2 არის ამჟამად მიმდინარე გენერალური ინსპექციის წარმოებაში, რომ გადაწყვიტოს ეს საქმე წავა პროკურატურაში თუ არა“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics