10:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 12:26:58, 1997 ნახვა

კომენტარი
გაბუნია პრეზიდენტის ინსტიტუტზე: უფლებამოსილება და სტატუსი იქ არაფერია, რაც შეიძლება შემცირდეს

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად,   პრეზიდენტის ინსტიტუტთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული თემებიც განიხილება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას აზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ის  სტატუს-კვო უნდა შენარჩუნდეს,  რაც დღესაა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე იმსჯელებენ, თუმცა უმრავლესობას ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

„უმრავლესობას აქვს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა ამ მოსაზრებების იმგვარად დომინირებას არ ვახდენთ, რომ ჩვენ გავაბატონოთ რაღაც აზრი ცალკეულ საკითხთან მიმართებაში. მიგვაჩნია, კომისია არის იმგვარი ფორმატის, სადაც უნდა ვიმსჯელოთ და განვიხილოთ საკითხები, თუ ჩვენ მივალთ იმგვარი მოსაზრებით, რომ ამა თუ იმ საკითხზე არ გაიზიარებს უმრავლესობა სხვა შეხედულებას, ეს რა თქმა უნდა კომისიის ფუნქციასაც იმთავითვე ბლოკავს, ამიტომ ჩვენ ეს არ გვსურს, პირიქით გვინდა დისკუსია, მსჯელობა, უფლებამოსილება და სტატუსი იქ არაფერია,  რაც შეიძლება შემცირდეს ჩემი აზრით. რაც შეეხება არჩევის ფორმას, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კოლორაციაში",-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics