17:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 12:02:06, 2135 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერაზეც წავიდნენ

„ხელისუფლებამ გადალახა  ყველანაირი წითელი ხაზი და მათ არაერთი უკანონო მოქმედება განახორციელეს, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის წავიდნენ გვარამიას დაჭერაზეც“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ადვოკატმა  დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით,  გვარამია ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რაც მის მიმართ იქნება დასმული.

„ნიკა გვარამია უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რაც მის მიმართ იქნება დასმული, თუმცა ამ ეტაპზე მიჭირს წარმოვიდგინო ის კითხვები, რომელიც შეიძლება დამატებით გასჩენოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმიტომ, რომ უკვე მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნდა ვიდეოჩანაწერის  უკანონოდ მოპოვებასთან, მათ შორის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლებამ გადალახა უკვე ყველანაირი წითელი ხაზი და მათ არაერთი უკანონო მოქმედება განახორციელეს რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის წავიდნენ ნიკა გვარამიას დაჭერაზეც“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics