18:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 13:05:36, 2727 ნახვა

ეკონომიკა
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26.1%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 226.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26.1%-ით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მილიონი აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.9 მილიონი აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics