16:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 22:28:13, 2192 ნახვა

სამართალი
პატრიარქის მდივანი: ძნელი დასაჯერებელია, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას

ძნელი დასაჯერებელია, ალბათ, ყველასათვის, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, მას საგამოძიებო სტრუქტურებთან პირადი კონტაქტი არ ჰქონია. ის საგამოძიებო უწყებებს საპატრიარქოსთვის მეტი ინფორმაციის მიწვდისკენ მოუწოდებს.

მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ კათოლიკოს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მხოლოდ მის გარემოცვასთან ჰქონდა კავშირი. მისი განცხადებით, ასევე ვერ წარმოუდგენია, რომ რომელიმე სასულიერო პირი პატრიარქის წინააღმდეგ მსგავს ქმედებას მოიმოქმედებდა.

"პირადი კონტაქტი მე არ მქონია საგამოძიებო სტრუქტურებთან. ასე რომ, მხოლოდ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი და თხოვნა, რომ, თუ არის ამის საშუალება და საგამოძიებო მოქმედებები იძლევა ამის უფლებას, იქნებ, ცოტა უფრო მეტი ინფრომაცია მივიღოთ, რადგანაც საზოგადეოება არის ძალიან გაკვირვებული და მათი ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics