10:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 16:54:01, 1795 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბობოხიძე ბესელიას: ჩემი ადვოკატი რომ იყოთ, რას მირჩევთ, როგორ უნდა დავიცვა თავი სუს-ისგან

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართა.

ბობოხიძე დაინტერესდა, ბესელიამ, თუ რამდენ ქვეყანაში ახორციელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები პოლიტიკოსების წინააღმდეგ საუბრების მონტაჟს.

"იცით რამდენ ქვეყანაში მომხდარა ფაქტი, როდესაც უსაფრთხოების სამსახურებს გაუკეთებიათ მონტაჟი პოლიტიკოსების საუბრიდან და სხვადასხვა დროს სხვადასხვა საიტებზე დაუდიათ. მერე ეს თვითონვე გამოუყენებიათ საფუძვლად წინასაარჩევნო თუ დროებითი საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით?

მოდით ვნახოთ ასეთი სიტუაცია. მე ველაპარაკები მეგობარს და ვეუბნები, რომ  - "აი ნარმანია რას აკეთებს?! გადაჩეხა მწვანე ნარგავები, თბილისის მერიაში ქრთამის აღებ-მიცემობა მიდის, ორმოები არ არის შევსებული". მერე ველაპარაკები მეუღლეს და ვეუბნები ჩემს შვილზე - "რას შვება ეს მამაძაღლი, ვირიშვილი, მოვკლავ მას". ამის შემდეგ დგება სუს-ი, აქეთებს მონტაჟს ნარმანიასა და ჩემ შვილზე, ამბავს - "მე მოვკლავ ნარმანიას", მერე ღმერთმა დაიფაროს ნარმანიას რამე მოსდის და მე დამიბარეს უწყებაში. თქვენ, რომ იყოთ ჩემი ადვოკატი რას მირჩევთ, როგორ უნდა დავიცვა თავი სუს-ისგან ან გამოძიებისგან პირველ რიგში რას მოითხოვდით?!", - მიმართა ბობოხიძემ ბესელიას.

ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო პლენარული სესია მიმდინარეობს. დეპუტატები ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics