08:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 12:47:42, 1723 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: კარასინთან დიალოგის შემდეგ, რუსეთში ექსპორტზე 850 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღიდან, დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარ საკითხად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, 2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები განიხილეს.

მისივე თქმით, კარასინთან დიალოგის შემდეგ საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 850 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსმა კოლეგამ გია ცერცვაძის საკითხზე ისაუბრა, თუმცა მათი მოლაპარაკებების ფორმატს აღნიშნული თემის განხილვას არ მოიცავს. 

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა კარასინს განუმარტა, რომ ქართული კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისათვის გადაცემას კრძალავს. მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი საკითხი ასევე საბაჟო ადმინისტრირების და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება იყო. ქართული მხარე ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან საჭირო პროცედურების დასრულებას ელოდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics