17:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 21:35:11, 2843 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირება არ იგეგმება

კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო კანონმდებლობის შეზღუდვებთან, არ იგეგმება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არ იგეგმება ცვლილებების ინიცირება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმებას. 

„დღევანდელი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელიც დასახულია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით და ამდენად, ამ მიმართულებით ცვლილების განხორციელება არ იგეგმება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics