10:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 14:39:19, 808 ნახვა

სამხედრო
„დელტას“ 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ეუთო-ს ექსპერტები ეწვევიან

სსსტც დელტას 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ეუთო-ს ექსპერტები ექვევიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტადან“ აცნობეს, „დელტა“-ში ამჟამად მიმდინარეობს პროექტი - „საავიაციო რაკეტებისა და   ბომბების გაუვნებელყოფა, გადამუშავება და განადგურება, ფეთქებადი ნივთიერების გამოდნობა საარტილერიო ჭურვებიდან“, რომელსაც აფინანსებს ეუთო.

მათივე ინფორმაციით, პროექტის სტრატეგიული მიზნებია ვადაგასული და ჩამოწერილი საავიაციო ბომბების, ასევე საარტილერიო გასროლებისა და ჭურვების არასანქცირებული გამოყენების, სხვა ქვეყანაში ან ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობის დაყვანა ნულამდე.

ეუთო-ს ექსპერტების ვიზიტის ამოცანაა შექმნას შეფასების ანგარიში, რომელიც გამოსადეგია შეთავაზებული განადგურების და ტრანსპორტირების მეთოდოლოგიებად გამოსაყენებლად და ასევე უზრუნველყოს რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებებისათვის.

ექსპერტები  საარტილერიო ჭურვებისა და გასროლების, განადგურების და ტრანსპორტირების ინსტრუქციებს გადახედავენ, რომლებიც სსსტც „დელტა“-ს მიერ მომზადდა.

საქართველოში ვიზიტით ექსპერტებს  საშუალება მიეცემათ  გადახედონ დედოფლისწყაროში უტილიზაციის საწარმოს და შეთავაზებული მეთოდოლოგიები  დელტას ტექნოლოგებთან ერთად განიხილონ.

პროექტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს სამხედრო ბაზებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დატოვებული ვადაგასული, ჩამოწერილი და ზენორმატიული საბრძოლო მასალებისაგან გამოწვეული რისკების შემცირება, ბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და გარემოს დაცვა მოსალოდნელი ხიფათისაგან.

პროექტი  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics