|
2017-01-28 11:47:50, 1817 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგი კაპანაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომლებიც ახლა გააჩნია
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომლებიც ახლა გააჩნია. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებულ ვითარებას აბალანსებს იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს არაფორმალური მმართველი ჰყავს“. „რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი გზით უნდა ჩატარდეს. დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს და არაფორმალური მმართველობაა. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და შემცირება მარტო ამ ადამიანს აწყობს, ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ შენარჩუნდეს არჩევითობა. ეს ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც აბალანსებს დღევანდელ ვითარებას და არაფორმალურ მმართველობას“, - განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემაა. ჟურნალისტის კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნების როგორ სისტემას უჭერს მხარს „ევროპული საქართველო“, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მისაღები პროპორციული სისტემაა. „დღეს არსებული სისტემა ქართველი ერის ნებას არ ასახავს“, - აღნიშნა კაპანაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)