|
2017-01-27 15:56:06, 1770 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ელენე ხოშტარია: დოკუმენტში „დევნილის“ სტატუსის მოხსნის ძალიან საშიში ტენდენციაა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, დევნილთა ნაწილს შესაძლოა, შემწეობა მოეხსნას. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში ფრაქცია "ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის" წევრები პარლამენტში დევნილებს ხვდებიან. ელენე ხოშტარიას განცხადებით, დოკუმენტში „დევნილის“ სტატუსის მოხსნის ძალიან საშიში ტენდენციაა. ხოშტარია ამბობს, რომ დევნილების ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. "იძულებით გადაადგილებული პირები უკიდურესად შეწუხებულები და შეშფოთებულები არიან მთავრობის ახალი ინიციატივით, რომ ფაქტობრივად მთავრობა იხსნის მათ წინაშე პოლიტიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობას. პირდაპირ იძახიან, რომ მათ უმრავლესობას, დაახლოებით 200 ათას ადამიანს შეეზღუდება ის მინიმალური, მიზერული დახმარებაც კი, რომელსაც დღეს იღებენ, 45 ლარის ოდენობით. ზოგადად მთავრობა ღიად აცხადებს, რომ მათ უნდათ ეკონომია გააკეთონ ამ ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც არ აქვთ ბინები, ცხოვრობენ სახურავის გარეშე სახლებში, არ აქვთ არანაირი შემოსავალი. მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ თქვენზე ზრუნვას ვწყვეტთ. გარდა ამისა, ამ დოკუმენტში არის ძალიან საშიში ტენდენცია, პოლიტიკური სტატუსის, "დევნილის" საერთოდ შეზღუდვის და მოხსნის. პირდაპირ წერია, რომ როცა სოციალური დახმარება აღარ ექნებათ, აღარ მოუნდებათ დარეგისტრირება დევნილებთან, რაც ქვეყანაში დევნიელბის რაოდენობას რადიკალურად შეამცირებს და შემდეგ საერთოდ აღარ იქნებიან. ესაა ძალიან მძიმე დოკუმენტი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანების ინტერესები დავიცვათ", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, საქართველოში რეგისტრირებული 273 416 დევნილი პირია. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საცხოვრებლით 8 ათასამდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ ნაწილს ბინა ახალაშენებულ საცხოვრებელში, ნაწილს კი რეაბილიტირებულში. გარად ამისა, 13 749 ათასამდე ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)