15:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 14:19:15, 2162 ნახვა

სამართალი
სიჩქარის გადაჭარბებაზე, მანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვაზე სანქციები შესაძლოა, კიდევ გამკაცრდეს

სიჩქარის გადაჭარბებაზე, არასწორ მანევრირებასა და მანქანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვაზე სანქციები შესაძლოა, კიდევ გამკაცრდეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის  პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება.

„ადმინისტრირება შესაძლოა გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც მართვის მოწმობას გახდის უფრო საიმედოს და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას უფრო მაღალს”, -აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, საჭიროა საგზაო ნიშნების,  უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა და  ღვედის გამოყენება.

 „ეს ელემენტარული წესები ხშირად, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული რეფორმა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება და უკვე ერთ წელიწადში შედეგებს მოგვცემს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, ბევრის ჯანმრთელობას დაიცავს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის“,-დასძინა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics