16:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 14:07:26, 2001 ნახვა

სამართალი
უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს, ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ

„თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამებაზე მიანიშნებს, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ“,-ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ონინმა ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით  „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ონინის განცხადებით, ცერცვაძის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურორსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის საუბარი შედგა, ასევე საუბარი შედგა ევგენი ონინსა და გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შორის.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება და უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„ჩვენ გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ მოხდა თუ არა საფუძვლიანი მოკვლევა ცერცვაძის საქმის, სანამ ის საერთაშორისო ძებნას გადასცეს. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში ინტერპოლის წესდება კრძალავს პირის ძებნაში გადაცემას. ბატონი ცერცვაძე რას უნდა ელოდოს ჩვენგან, როგორც იცით სასამართლომ მიიღო 40 დღიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ის იღებდა მონაწილეობას ომში, როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მოითხოვს მის გათავისუფლებას,“ -განაცხადა  უკრაინის გენპროკურორის მოადგილემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics