02:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 13:34:44, 2787 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნად ჯეიმს მეტისი დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა გენერალი ჯეიმს მეტისი ქვეყნის თავდაცვის მდივნად დანიშნა, - ამის შესახებ Foxnews-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მეტისის კანდიდატურას მხარი სენატის 98 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 1 წევრი იყო.

ახლადდანიშნულმა თავდაცვის მდივანმა ფიცი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თანდასწრებით დადო. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელმაც ჯეიმს მეტისს საშუალება მისცა, თავდაცვის მდივნის პოსტი დაეკავებინა.

ცნობისთვის, აშშ-ის კანონმდებლობით, სამხედრო პირს აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტის დაკავება სამხედრო სამსახურიდან წასვლიდან 7 წლის შემდეგ შეუძლია. აღნიშნული ცვლილება კანონმდებლობაში კონგრესმა დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics